კლაასენი "ევერტონის" ფეხბურთელია!
ამსტერდამის „აიაქსის“ კაპიტანი დევი კლაასენი კარიერას ლივერპულის „ევერტონში“ გააგრძელებს.
მან ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება გუშინ საღამოს გაიარა და მასთან 5 წლიანი ხელშეკრულებაც გააფორმა.
ინგლისელებმა „აიაქსს“ ტრანსფერის სანაცვლოდ 29 მილიონი ევრო გადაუხადეს.
„ევერტონმა“ გუშინ კიდევ ერთი გარიგება გააოფიციალურა და „სანდერლენდიდან“ 35 მილიონად ნიჭიერი მეკარე ჯორდან პიკფორდი დაიმატა, რომელიც ამ ტრანსფერით ყველაზე ძვირადღირებული ბრიტანელი მეკარე გახდა.
დავამატოთ ისიც, რომ მერსისაიდელები დღეს „მილანიდან“ მბაიე ნიანგსაც ოფიციალურად დაიმატებენ, რაც 18 მილიონი ევრო დაჯდება, პარალელურად მოლაპარაკება „როსონერის“ კიდევ ერთ შემტევ ჯანლუკა ლაპადულასთანაც მიმდინარეობს.