Abola: მაკარიძე
Aa
Aa

Abola: მაკარიძე "ბენფიკასთან" ახლოსაა!

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პორტუგალიური სპორტული გამოცემის Abola-ს ინფორმაციით, ლისაბონის "ბენფიკა" გიორგი მაკარიძის თავის რიგებში გადაყვანაზე ფიქრობს.

"არწივებს" თუ პირდაპირი ტრანსფერი არ გამოუვათ, ისინი ქართველის იჯარით აყვანაზე იმუშავებენ. 

როგორც პორტუგალიურ პრესაში იწერება, მაკარიძის "და ლუჟზე" მისვლის შემთხვევაში, ის პირველ მეკარედ მოიაზრება, თუმცა 21 წლის ანდრე მორეირას სახით სერიოზული კონკურენტი ეყოლება.

მორეირა "ბენფიკამ" დღეს ოფიციალურად გაიფორმა. იგი აქამდე მადრიდის "ატლეტიკოს" საკუთრება იყო და იჯარის წესით პორტუგალიურ კლუბებში - "მორეირენსეში", "მადეირასა" და "ბელენენსეშში" გამოდიოდა.

Abola-ს საიტზე ასევე ვკითხულობთ, რომ 27 წლის ქართველი მეკარის "ბენფიკაში" მისვლა, ამ კლუბის გულშემატკივრებს უნდათ და ქართველს, მორეირაზე უკეთეს ვარიანტად მიიჩნევენ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მაკარიძემ გასულ სეზონში მოკრძალებულ "მორეირენსესთან" ერთად პორტუგალიის ლიგის თასი მოიგო, რომლის მიმდინარეობისასაც "პორტუ", "ბენფიკა" და "ბრაგა" მიყოლებით დაამარცხა.

ეროვნული ნაკრების მეკარე თავისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო და პორტუგალიის ჩემპიონატში 33 შეხვედრა ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები