ტონი ფერგიუსონი, მაიკლ ჩენდლერი, კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

„ქათმის ნაგეთსი“ - კონორმა ფერგიუსონს დასცინა

UFC-ის ყოფილი ორგზის ჩემპიონი, კონორ მაკგრეგორი ტონი ფერგიუსონის და მაიკლ ჩენდლერის ბრძოლას გამოაეხმაურა.

ირლანდიელმა მებრძოლმა სოციალურ ქსელ Twitter-ში ფერგიუსონს დასცინა და მას ქათმის ნაგეთსი უწოდა.

„ამ სახეს მაკდონალდსის ჩანთიდან თუ ამოიღებთ და სოუსში ამოავლებთ, დაუფიქრებლად მიირთმევთ. ნამდვილად ქათმის ნაგეთს ჰგავს. ეს სიგიჟეა!“ - დაწერა მაკგრეგორმა და განცხადებას თან ტონი ფერგიუსონის სურათიც დაურთო.

შეგახსენებთ, რომ ტონი ფერგიუსონმა UFC-ში ზედიზედ მეოთხე მარცხი იგემა. გამთენიისას მაიკლ ჩენდლერმა ფერგიუსონი ე.წ. „ფრონტქიქით“ გათიშა და კარიერაში პირველად, ნოკაუტით მარცხი აგემა.

ტონი ფერგიუსონი VS მაიკლ ჩენდლერი 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამარჯვება მახრჩობელა ილეთით - ოლივეირამ გეიჯი დაამარცხა
გამარჯვება მახრჩობელა ილეთით - ოლივეირამ გეიჯი დაამარცხა