შენგელიას 8 ქულა - ვირტუს ბოლონია სასარისთან განადგურდა
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის, LEGA A-ს მეოცე ტურის გადადებულ შეხვედრაში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად „სასარის“ დაუპირისპირდა და უშანსოდ დამარცხდა. „ვირტუს ბოლონიამ“ მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ პირველ მეოთხედში შეძლო, რომელიც 18:17 მოიგო, დარჩენილი ათწუთეულები კი 17:30, 20:39, 18:22 დათმო და საბოლოოდ 73:108 წააგო.
SCONFITTA A SASSARI ❌
— Virtus Segafredo Bologna (@Virtusbo) May 6, 2022
La Virtus interrompe la striscia positiva in campionato e cede a Sassari#WatchUs #LBA #TuttoUnAltroSport pic.twitter.com/yLbjs6A8Ih
ქართველმა კალათბურთელმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 15 წუთი გაატარა. ამ დროში, შენგელიამ 8 ქულა, 3 მოხსნა (1 მეტოქის) ფარზე და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. თოკომ 6-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი გააცუდა და 1 დაკარგვა ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ „ვირტუს ბოლონიას“ 25 მოგება და 4 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. თოკო და კომპანია LEGA A-ს მომდევნო შეხვედრას 8 მაისს გამართავენ და საკუთარ კედლებში „ბრეშას“ დაუპირისპირდებიან.