ევრო 2023-სთვის მზადების პროცესში 21-წლამდე ნაკრების მომდევნო მეტოქე გაირკვა
Aa
Aa

ევრო 2023-სთვის მზადების პროცესში 21-წლამდე ნაკრების მომდევნო მეტოქე გაირკვა

მიმდინარე წლის მარტში საქართველოს 21-წლამდე ნაკრები გორში, ესტონეთის ახალგაზრდული გუნდს დაუპირისპირდა. თენგიზ ბურჯანაძეზე გამართული წლის პირველი მატჩი ჩვენი გუნდის სრული დომინირებით წარიმართა და ანგარიშით  - 4-1 დასრულდა.  

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ევრო 2023-სთვის მზადების პროცესში ეს მატჩი საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისთვის ერთადერთი არ იქნება. ჩვენი გუნდი მომდევნო შეხვედრას 3 ივნისს გამართავს. მეტოქე რუმინეთი იქნება და ამჯერადაც, შეხვედრას გორი, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

      ამ გუნდებს შორის ბოლო შეხვედრა 2021 წლის სექტემბერში გაიმართა. ქალაქ ვოლუნტარიში ჩატარებული შეხვედრა ფრედ - 1-1 დასრულდა. იანის სტოიცას გოლს, 73-ე წუთზე გიორგი გულიაშვილმა უპასუხა და მახვილი კუთხიდან, ეფექტური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

      21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო 2023 წელს იქნება. 21-წლამდე ნაკრებების ევროპის 24-ე ჩემპიონატი 2023 წლის ზაფხულში, საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ევრო 2023-ის ფინალური მატჩი ბათუმში შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს.

      მსგავსი სიახლეები

      ცხელი ამბები
      ასევე დაგაინტერესებთ
      ვერდიქტი: ტექნიკური მარცხი, ფულადი ჯარიმა და დისკვალიფიკაცია 6 ფეხბურთელს
      ვერდიქტი: ტექნიკური მარცხი, ფულადი ჯარიმა და დისკვალიფიკაცია 6 ფეხბურთელს