შავი ლომი v ლუზიტანუში - ფინალის წინ
7 მაისს, პირველი ქართული ფრენჩაიზი, „შავი ლომი“ ევროპის სუპერთასის ფინალურ შეხვედრას გამართავს. ქართველი მორაგბეები ლისაბონში „ლუზიტანუშს“ შეხვდებიან. გამარჯვების შემთხვევაში, ლევან მაისაშვილის გუნდი ტურნირის ჩემპიონი გახდება, რაც გუნდის შექმნიდან 9 თვის თავზე ნამდვილად წარმატებული შედეგი იქნება.
ლისაბონში გამგზავრებამდე „შავმა ლომმა“ შევარდენის სარაგბო ბაზაზე ივარჯიშა. Crystalsport-ის გუნდი მოახლოებულ შეხვედრაზე მომზადებულ რეპორტაჟს გთავაზობთ.
 
                             
                                                         
                                 
                                             
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                        