გიორგი მიქაუტაძე, სერენი
Aa
Aa

„მადლობა დიდებული ორი სეზონისთვის“ - მიქაუტაძე სერენს დაემშვიდობა

საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური „სერენის“ თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე თავის ამჟამინდელი კლუბის წარმომადგენლებს და გულშემატკივრებს დაემშვიდობა.

21 წლის ფეხბურთელმა გამოსამშვიდობებელი წერილი სოციალურ ქსელში გაავრცელა: „სეზონი დასრულდა, კლუბი კი D1-ში დარჩა. ყველას მადლობას ვუხდი შეტყობინებებისთვის. ასევე, მადლობა სეზონს შთამბეჭდავი ბოლო ორი სეზონისთვის.“

მიქაუტაძის წერილიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართველი ფეხბურთელი მომავალი სეზონიდან კვლავ საფრანგეთის ჩემპიონატში დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფეხბურთელი „მეცის“ საკუთრებაა და ბოლო ორი სეზონი იჯარის წესით ბელგიურ „სერენში“ თამაშობდა. ბელგიის პრო ლიგის 2021/22 წლების სეზონში მიქაუტაძემ 28-ჯერ ითამაშა და 9 გოლი გაიტანა. ამის გარდა, უმაღლეს დივიზიონში დასარჩენ პლეი-ოფში „სერენმა“ ორმატჩიანი დაპირისპირება ქართველი ფეხბურთელის გოლით მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საინტერესო ფეხბურთელია
„საინტერესო ფეხბურთელია" - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე