რონალდუ არ მიდის
რონალდუ არ მიდის
ბასილაშვილი უიმბლდონს იწყებს
ბასილაშვილი უიმბლდონს იწყებს
დიბალა და კვარა ერთ გუნდში?
დიბალა და კვარა ერთ გუნდში?
როგორია ხვიჩას ნაპოლის განრიგი
როგორია ხვიჩას ნაპოლის განრიგი
ლევანდოვსკის რონალდუ ჩაანაცვლებს
ლევანდოვსკის რონალდუ ჩაანაცვლებს
ბეილი კარდიფში?
ბეილი კარდიფში?
მარსელო რეალიდან წავიდა
მარსელო რეალიდან წავიდა
კვარაშოუ და კვარამაგია
კვარაშოუ და კვარამაგია
რევანში აღებულია
რევანში აღებულია
თოფურია UFC-ის ამომავალ ვარსკვლავებში
თოფურია UFC-ის ამომავალ ვარსკვლავებში
ნადალი ჩემპიონია
ნადალი ჩემპიონია
ტალახაძე ევროპის ჩემპიონია
ტალახაძე ევროპის ჩემპიონია
შვიონტეკმა როლან გაროსი მოიგო
შვიონტეკმა როლან გაროსი მოიგო
მოურინიო პსჟ-ში?
მოურინიო პსჟ-ში?
ბოსტონი სუპერფინალშია!
ბოსტონი სუპერფინალშია!
არქანია ბრინჯაოს მფლობელია
არქანია ბრინჯაოს მფლობელია
ბერიძემ უიპეშტი დატოვა
ბერიძემ უიპეშტი დატოვა
ცონგა წავიდა
ცონგა წავიდა
გოლდენ სტეიტის ზედიზედ მე-3 მოგება
გოლდენ სტეიტის ზედიზედ მე-3 მოგება
ზიდანი პსჟ-ს არ გაწვრთნის
ზიდანი პსჟ-ს არ გაწვრთნის
ვილიარეალი vs ლივერპული - მატჩის წინ
Aa Aa
3 მაისი 2022  |  00:20

ვილიარეალი vs ლივერპული - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში ვილიარეალი ლივერპულს უმასპინძლებს. აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით, CrystalSport-ი ყველა საჭირო ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

ლივერპული

იურგენ კლოპის ლივერპული მიმდინარე სეზონში შესანიშნავ შთაბეჭდილებას ტოვებს, რაზეც ნაჩვენები შედეგები მეტყველებს. ინგლისის პრემიერლიგაში ლივერპულს მანჩესტერ სიტისთან ჩამორჩენა მხოლოდ 1 ქულა აქვს და შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ უდიდესი ნაბიჯიც გადადგა.

ლივერპულმა ინგლისის პრემიერლიგაში ბოლო შეხვედრა ნიუკასლის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა. მე-19 წუთზე, შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორი ნაბი კეიტაა.

დანაკლისები

ამ მხრივ განსაკუთრებული პრობლემები ლივერპულს არ აქვს. ნახევარფინალის საპასუხო მატჩის გამოტოვების საშიშროება მხოლოდ რობერტო ფირმინოს აქვს, რომელსაც მიკრო ტრავმა აღენიშნება, მისი არ ყოფნა ოფიციალურად  გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

იურგენ კლოპი ლივერპულთან მატჩის წინ

ვიცით, რომ ჯერ ჩვენი სრული საქმის ნახევარი გვაქვს გაკეთებული და განმეორებითი შეხვედრა ურთულესი იქნება და დიახ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი ნამდვილად უნდა იყოს რთული. ჩვენი მეტოქე კარგი გუნდია და საპასუხო შეხვედრაში სასურველი მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს.

ვფიქრობ, რომ მეტოქე მაღალ პრესინგს ითამაშებს, ჩვენ კი ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. უნაი ემერისთან ტაქტიკური ბრძოლა ჩემთვის საინტერესოა.

თუ ვილიარელი დაგვამარცხებს, ბუნებრივია, მათ ფინალის საგზურს მივულოცავ. მეტოქის პატივისცემა მნიშვნელოვანია.

 

ვილიარეალი

ლა ლიგის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი. ვილიარეალი სატურნირო ცხრილში 52 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება, ეს პოზიცია კი კონფერენს ლიგის საგზურს იძლევა. 

ესპანეთის ლა ლიგის 34-ე ტურში „წყალქვეშა ნავი“ ალავესს ესტუმრა და ანგარიშით - 2-1 დამარცხდა.

უნაი ემერი ლივერპულთან მატჩის წინ

წითლების ნახევარმცველები შესანიშნავად გამოიყურებოდნენ, იციან, რომ დღეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდს წარმოადგენენ და თავდაჯერება არ აკლიათ. ჩვენ ჩვენი საუკეთესო მატჩი უნდა ვაჩვენოთ იმისთვის, თუ გვსურს, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. 

ვფიქრობ, რომ მეტოქის დომინირება ამ შეხვედრაშიც ნათელი იქნება, ჩვენ კი ჩვენი გულშემატკივრის თანადგომა განაკუთრებით დაგვჭირდება.

ურთიერთშეხვედრები

სხვადასხვა დროს, ესპანელი და გერმანელი სპეციალისტები კარიერაში ერთმანეთს ექვსჯერ დაუპირისპირდნენ. პირველად ეს ევროპის ლიგის ფინალში მოხდა, სადაც სევილიამ ლივერპული ანგარიშით - 3-1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ მერსისაიდელებმა ნახევარფინალიდან სწორედ ვილიარეალი გამოაგდეს.

ევროპის ლიგის ფინალის შემდეგ, ემერი არსენალის მწვრთნელი გახდა და კლოპის გუნდს პრემიერ ლიგაში 4-ჯერ შეხვდა: 3 მოგება და 1 ფრე გერმანელის სასარგებლოდ.

შეგახსენებთ, რომ ვილიარეალმა ნახევარფინალამდე ბაიერნი და იუვენტუსი გამოთიშა ასპარეზობას, ლივერპულმა კი ინტერის და ბენფიკას ბარიერი დაძლია.

გუნდების ნახევარფინალური დაპირისპირება 3 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
YouTube პრომო
ასევე დაგაინტერესებთ
ვერდიქტი: ტექნიკური მარცხი, ფულადი ჯარიმა და დისკვალიფიკაცია 6 ფეხბურთელს
ვერდიქტი: ტექნიკური მარცხი, ფულადი ჯარიმა და დისკვალიფიკაცია 6 ფეხბურთელს