რივერ პლეიტი
Aa
Aa

გოლი გაიტანა მაისურით, რომელზეც სპონსორის ლოგო არ იყო - კლუბმა ის ფოტოშოპით მიახატა

კოპა ლიბერტადორესის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში, „რივერ პლეიტი“ სტუმრად „კოლო კოლოს“ დაუპირისპირდა. არგენტინულმა კლუბმა გოლები 82-ე და 89-ე წუთზე გაიტანა, მასპინძლებმა კი მხოლოდ ჩამორჩენის შემცირება შეძლეს და 92-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს - 1:2.

„რივერის“ მხრიდან პირველი გოლი მატიას სუარესის ანგარიშზეა. ეს უკანასკნელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მაყურებლების ყურადღება მალევე მიიქცია. სუარესი მოედანზე გამოჩნდა მაისურით, რომელზეც „რივერ პლეიტის“ სპონსორის, Turkish Airlines-ის ლოგო არ იყო დატანილი.

მომხდართან დაკავშირებით, „რივერ პლეიტმა“ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ სუარესის მაისურზე ლოგოს დაბეჭდვა დაავიწყდათ და დრო არ ჰქონდათ, რომ გასახდელში წასულიყვნენ და ახალი კომპლექტი მოეტანათ. სამაგიეროდ, არგენტინელებმა შეცდომა მატჩის შემდეგ გამოასწორეს. მათ სუარესის მაისურზე სპონსორის ლოგო ფოტოშოპის დახმარებით დაიტანეს და სოციალურ ქსელებში სწორედ გადაკეთებული ფოტო გამოაქვეყნეს.

თურქულ კომპანიას კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მომხდარის გამო, ყურადღების ეპიცენტრში აღმოჩნდა. ქომაგებს რაც შეეხებათ, ისინი მოხარულნი არიან, რომ სპონსორის ლოგოს გარეშე დარჩენილი მაისურის ხილვის საშუალება მიეცათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპორტსმენები ყველაზე უცნაური გვარებით - კვარა, ანტეტოკოუნმპო და სხვები
სპორტსმენები ყველაზე უცნაური გვარებით - კვარა, ანტეტოკოუნმპო და სხვები