18-წლამდე ნაკრების მეორე ამხანაგური შეხვედრა - შვეიცარია 1:1 საქართველო
Aa
Aa

18-წლამდე ნაკრების მეორე ამხანაგური შეხვედრა - შვეიცარია 1:1 საქართველო

საქართველოს 18-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა და შვეიცარიის ქალაქ ცუგში, მასპინძელი ქვეყნის ასაკობრივ გუნდს დაუპირისპირდა. ეს საქართველოსა და შვეიცარიის ახალგაზრდული ნაკრებების მეორე შეხვედრა გახლდათ და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. მე-19 წუთზე, რევაზ კურტანიძის კარი ნანდო ტოგენბურგერმა აიღო და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. ლაშა ფირცხალაიშვილის ბიჭებმა წონასწორობა 45-ე წუთზე აღადგინეს. საქართველოს 18-წლამდე ნაკრების მხრიდან თავი დავით გოცირიძემ გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ასაკობრივი ნაკრები მიმდინარე წლის ივნისიდან 19-წლამდე ნაკრები გახდება, რომელიც ოფიციალური შეხვედრების სერიას 2022 წლის სექტემბერში, 2023 წელს გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩებით დაიწყებს. გეტყვით იმასაც, რომ პირველი შეხვედრა პარკაძისა და ლაცაბიძის გოლებით 2:1 მოვიგეთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქეცბაია ინგლისში? - ბრიტანეთში ქართველი სპეციალისტის დაბრუნებას ვარაუდობენ
ქეცბაია ინგლისში? - ბრიტანეთში ქართველი სპეციალისტის დაბრუნებას ვარაუდობენ