NBA, გოლდენ სტეიტ უორიორსი
Aa
Aa

NBA Playoffs: მილოუკმა და გოლდენ სტეიტმა მეორე რაუნდის საგზურები მოიპოვეს

NBA-ის 2022 წლის ფლეი ოფის მეორე რაუნდში „ბოსტონ სელტიკსს“ და „მაიამი ჰიტს“ კიდევ ორი გუნდი შეუერთდა.

აღმოსავლეთ კონფერენციის მეოთხე მატჩში „მილოუკ ბაქსმა“ საკუთარ მოედანზე „ჩიკაგო ბულსს„ უმასპინძლა და 16 ქულის სხვაობით, 116-100 დაამარცხა. მილოუკელები ამ შეხვედრამდე სერიას 3:1-ს იგებდნენ და შესაბამისად დღევანდელი გამარჯვებით პლეი-ოფის მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს.

გადამწყვეტ შეხვედრაში გამორჩეული კვლავ გიანის ანტეტოუკნმპო იყო, რომელმაც მეტოქის ფარში 33 ქულა ჩააგდო და ამას, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემაც დაამატა. ჩიკაგოს მხრიდან კი ყველაზე შედეგიანი ნიკოლა ვუჩევიჩი გახლდათ, რომელმაც მოედანზე გატარებულ 37 წუთში 19 ქულა, 16 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება დააფიქსირა.

„მილოუკ ბაქსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში „ბოსტონ სელტიკსს“ შეხვდება. სერია სტარტს 1 მაისიდან აიღებს, პირველი ორი მატჩი კი ბოსტონში გაიმართება.

მილოუკთან ერთად, მომდევნო ეტაპზე გასვლა შეძლო „გოლდენ სტეიტ უორიორზმაც“. დასავლეთ კონფერენციის მე-4 წყვილის მე-5 მატჩში, კარის, ტომპსონის და პეიტონის ლიდერობით, „ოქროს შტატელებმა“ სერიის მე-5 მატჩში „დენვერ ნაგეტსი“ 102-98 დაამარცხეს და სერია 4:1 მოიგეს.

მატჩში ყველაზე შედეგიანი სტეფ კარი იყო, რომელმაც დენვერს 30 ქულა ჩაუგდო, ბურთი ფარიდან 9-ჯერ მოუხსნა და 3 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა. კლეი ტომპსონმა და გარი პეიტონმა კი შეხვედრა 15-15 ქულით დაასრულეს.

„ნაგეტსის“ მხრიდან, სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა ნიკოლა იოკიჩმა, თუმცა მისმა მონაგარმა დენვერი მარცხისგან მაინც ვერ იხსნა. სერბმა კალათბურთელმა 30 ქულა, 19 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა.

შესაბამისად, გოლდენ სტეიტი დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში ითამაშებს, მეტოქე კი მემფისსა და მინესოტას შორის გამარჯვებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრეი იანგის საშინელი სერია - მაიამიმ მეორე რაუნდის საგზური მოიპოვა
ტრეი იანგის საშინელი სერია - მაიამიმ მეორე რაუნდის საგზური მოიპოვა