ლივერპული, ჩემპიონთა ლიგა, ვილიარეალი, იურგენ კლოპი, უნაი ემერი
Aa
Aa

დიდი ნაბიჯი ფინალისკენ - ლივერპულმა ვილიარეალს დამაჯერებლად მოუგო

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ლივერპულმა“ „ვილიარეალს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მერსისაიდულმა გრანდმა ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

უნაი ემერის გუნდმა „ლივერპულს“ წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია. „წყალქვეშა ნავი“ შეტევაში ფაქტობრივად არ გვინახავს.

მეორე ტაიმში კლოპის შეგირდებმა ზეწოლა გააძლიერეს და 2-წუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანეს. 53-ე წუთზე ესტუპინიანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, ხოლო 55-ე წუთზე მანემ გაისროლა.

„ვილიარეალი“ ბევრს ცდილობდა, მაგრამ „ლივერპულის“ ნახევარდაცვის გადაკვეთას ვერ ახერხებდა. საბოლოოდ მერსისაიდელებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების ნახევარფინალის განმეორებითი დაპირისპირება 3 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები