კრიშტიანუ რონალდუ, ერიკ ტენ ჰაგი, მარკო ვან ბასტენი
Aa
Aa

მარკო ვან ბასტენის რჩევა ტენ ჰაგს: „გუნდი რონალდუს გარშემო ააშენე“

„მანჩესტერ იუნაიტედს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. მომდევნო სეზონიდან „წითელ ეშმაკებს“ ერიკ ტენ ჰაგი უთავკაცებს და ნიდერლანდური ფეხბურთის ლეგენდამ, მარკო ვან ბასტენმა მის დანიშვნაზე ისაუბრა. ვან ბასტენმა თანამემამულეს რჩევა მისცა და ყურადღება კრიშტიანუ რონალდუზე გაამახვილა.

„ტენ ჰაგისთვის ასეთი რჩევა მაქვს. ერიკ, არ მოუსმინო მედიას და არ მიაქციო ყურადღება იმას, რასაც პრესაში წერენ. შენს გუნდზე იყავი ორიენტირებული და ის რონალდუს გარშემო ააშენე. კრიშტიანუ შესაძლოა, ინდივიდუალისტი იყოს, მაგრამ თუ ასე განაგრძო, უფლება მიეცი ისე ითამაშოს, როგორც უნდა.

ტენ ჰაგს მანჩესტერში აბსოლუტურად ყველაფრის შეცვლა შეუძლია. მან იცის, რომ რონალდუს იმავეს ვერ მოსთხოვ, რასაც 18 წლის ფეხბურთელს სთხოვ, მაგრამ ერიკს საკმარისი ზეგავლენა აქვს, რათა პორტუგალიელი ისე ითამაშოს, როგორც მას სურს. რა თქმა უნდა, რონალდუს დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევს, მაგრამ მისი გუნდიდან გაშვების აუცილებლობა ნამდვილად არ დგას“.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანულ პრესაში ტენ ჰაგის სამომავლო გეგმებზე და სატრანსფერო მიზნებზე აქტიურად იწერება. ნიდერლანდელ სპეციალისტს გუნდში სერიოზული ცვლილებების გატარება სურს და გაიჟღერა, რომ რონალდუ მისი გეგმის ნაწილი არ გახლდათ, თუმცა მოგვიანებით, ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მის გარეშე ვალენსიას მომავალი არავის წარმოუდგენია
„მის გარეშე ვალენსიას მომავალი არავის წარმოუდგენია" - ესპანურ პრესაში მამარდაზე წერენ