რონალდუ არ მიდის
რონალდუ არ მიდის
ბასილაშვილი უიმბლდონს იწყებს
ბასილაშვილი უიმბლდონს იწყებს
დიბალა და კვარა ერთ გუნდში?
დიბალა და კვარა ერთ გუნდში?
როგორია ხვიჩას ნაპოლის განრიგი
როგორია ხვიჩას ნაპოლის განრიგი
ლევანდოვსკის რონალდუ ჩაანაცვლებს
ლევანდოვსკის რონალდუ ჩაანაცვლებს
ბეილი კარდიფში?
ბეილი კარდიფში?
მარსელო რეალიდან წავიდა
მარსელო რეალიდან წავიდა
კვარაშოუ და კვარამაგია
კვარაშოუ და კვარამაგია
რევანში აღებულია
რევანში აღებულია
თოფურია UFC-ის ამომავალ ვარსკვლავებში
თოფურია UFC-ის ამომავალ ვარსკვლავებში
ნადალი ჩემპიონია
ნადალი ჩემპიონია
ტალახაძე ევროპის ჩემპიონია
ტალახაძე ევროპის ჩემპიონია
შვიონტეკმა როლან გაროსი მოიგო
შვიონტეკმა როლან გაროსი მოიგო
მოურინიო პსჟ-ში?
მოურინიო პსჟ-ში?
ბოსტონი სუპერფინალშია!
ბოსტონი სუპერფინალშია!
არქანია ბრინჯაოს მფლობელია
არქანია ბრინჯაოს მფლობელია
ბერიძემ უიპეშტი დატოვა
ბერიძემ უიპეშტი დატოვა
ცონგა წავიდა
ცონგა წავიდა
გოლდენ სტეიტის ზედიზედ მე-3 მოგება
გოლდენ სტეიტის ზედიზედ მე-3 მოგება
ზიდანი პსჟ-ს არ გაწვრთნის
ზიდანი პსჟ-ს არ გაწვრთნის
დასასრულის დასაწყისი? - რა ელოდება პსჟ-ს ზაფხულში
Aa Aa
24 აპრილი 2022  |  14:19

დასასრულის დასაწყისი? - რა ელოდება პსჟ-ს ზაფხულში

საფრანგეთის ლიგა 1-ის 2021/2022 წლების სეზონის ჩემპიონი „პარი სენ ჟერმენი“ გახდა, თუმცა ეს არადამაჯერებელ გარემოებებში მოახერხა. უცნობია, თუ რა ელის ვარსკვლავურ შემტევ ტრიოს, განსაკუთრებით კი კილიან მბაპეს.

რეკორდული, მე-10 ლიგა 1-ის ტიტული დიდი ზეიმის საბაბი უნდა გამხდარიყო, მაგრამ თითქოს ეს ყველაფერი სულის ძიებას ჰგავდა.

16-ქულიანი უპირატესობა მეორე ადგილოსან „მარსელთან“ არ ასახავს რეალურ სურათს, რაც მიმდინარე სეზონში ხდებოდა. პარიზელებს ხშირად უჭირდათ და ეს „ლანსის“ ბოლო წუთზე გატანილმა გოლმაც დაადასტურა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

ამავდროულად, ფრანგული გრანდის გულშემატკივრებმა ჩემპიონობის აღნიშვნა დედაქალაქის ცნობილი მოედნის მიღმა გადაწყვიტეს. ეს ყველაფერი კი ჩემპიონთა ლიგაზე განცდილმა კრახმა გამოიწვია და ლიგა 1-ის ტიტული გააუფერულა.

ასეთი იყო პსჟ-ს უცნაური სეზონი. მომავალი გაურკვეველი დარჩა. ისტორიული მე-10 ტიტული შესაძლოა გზაჯვარედინი იყოს კლუბის მომავალთან მიმართებაში. გუნდის ისტორიაში წინ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ზაფხული მოდის.

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ პროექტი „გალაქტიკო“ ჩავარდა. ლეო მესის გადმოსვლამ არაფერი შეცვალა. სამაგიეროდ „ლანსს“ ულამაზესი გოლი გაუტანა და თქვენ წარმოიდგინეთ ეს მხოლოდ მეოთხე იყო ლიგა ერთში.

სერხიო რამოსმა ძლივს დაიწყო თამაში. ჰაკიმიმ ეფექტურობა დაკარგა, ხოლო ვაინალდუმზე, რაც უფრო ნაკლებს ვისაუბრებთ, მით უკეთესი. „პარი სენ ჟერმენის“ მომავალი ყატარის მესვეურებზეა დამოკიდებული.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეიხები საფეხბურთო ინვესტიციების გაჩერებას მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ აპირებენ. რა თქმა უნდა, ამაზე დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა ასეთ შემთხვევაში პსჟ დიდი ალბათობით დაიშლება.

კლუბის მთავარი მიზანი ახლა კილიან მბაპეს შენარჩუნებაა. ნათლად გამოჩნდა, რომ გუნდის ლიდერი კილიანია და არა მესი ან ნეიმარი. როგორც მოგეხსენებათ, ფრანგ სუპერვარსკვლავს გუნდთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში ეწურება. რა შედეგს დააფიქსირეს პსჟ მის გარეშე რთული წარმოსადგენია.

ნეიმარმა ფანებს შეახსენა, რომ მას კიდევ 3 წელი აკავშირებს კლუბთან და რეალურად ცუდი სეზონი არ აქვს. მესი კი მომავალ სეზონში 35 წლის გახდება და მისი მთავარი ამოცანა მსოფლიო ჩემპიონატის მოგება იქნება. სავარაუდოა, რომ არგენტინელი სუპერვარსკვლავი საკლუბო ფეხბურთს დიდ ყურადღებას არ მიაქცევს.

„პარი სენ ჟერმენი“ სავსეა კოლოსალური ანაზღაურების მქონე ფეხბურთელებით, რომლებსაც წასვლის ნაკლები მოტივაცია აქვთ. ამის ნათელი მაგალითი მაურო იკარდია. ასევე, ნახევარდაცვაში ძალიან ბევრი ფეხბურთელია და მათ შორის ჯანსაღი კონკურენცია არ არსებობს.

მომავალმა ზაფხულმა შეიძლება დაგვანახოს, რომ პსჟ-სთვის ჩემპიონთა ლიგის მოგება იმაზე უფრო შორეული ოცნება გახდეს, ვიდრე აქამდე  ყოფილა.. ალბათ ეს არის დასასრული დასაწყისი..

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
YouTube პრომო