საქართველოს ჰოკეის ნაკრები
Aa
Aa

არის მეორე გამარჯვება! - საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი 10:3 გაანადგურა

საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში მესამე მატჩი გამართა. ისლანდიასთან განცდილი მარცხის შემდეგ, ქართველი ჰოკეისტები ბულგარეთს დაუპირისპირდნენ და მეტოქე 10:3 გაანადგურეს.

მატჩის პირველი ორი პერიოდი დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. პირველი ოცწუთეული ბუკიასა და კარელინის გოლებით საქართველოს ნაკრებმა მოიგო - 2:1. მეორე პერიოდში ბულგარეთმა 2 შაიბა გაიტანა და ერთი გაუშვა, რის შემდეგაც მესამე პერიოდის დაწყებამდე, ტაბლოზე თანაბარი ანგარიში იყო - 3:3.

მესამე პერიოდში საქართველოს ნაკრები დომინირებდა და მეტოქეს 7 შაიბა გაუტანა. ჩვენი გუნდის მხრიდან თავი კარელინმა და ბუკიამ 3-3 შედეგიანი დარტყმით გამოიჩინეს, ხოლო ვასილჩენკომ ერთი შაიბა შეაგდო და საქართველოს ნაკრებმა გამანადგურებელი ანგარიშით იმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენს გუნდს 3 მატჩიდან 2 მოგება აქვს და 6 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს. გათამაშების ლიდერი ბელგიაა, მეორე ადგილზე კი ისლანდია გახლავთ, რომელმაც საქართველოს ნაკრებს 5:2 სძლია. გეტყვით იმასაც, რომ ქართველი ჰოკეისტები მე-4 შეხვედრას მექსიკის წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გუნდი უაღრესად მოტივირებულია
„გუნდი უაღრესად მოტივირებულია" - ვალენსიას თავკაცი ფინალის წინ