ხელბურთი, IHF
Aa
Aa

საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე უარი საკუთარი სურვილით თქვა

საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ 2 მასშტაბური საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობის უფლება 2020 წლის თებერვალში მოიპოვა - გეგმის მიხედვით, ჩვენს ქვეყანას ჯერ 17-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის, ხოლო შემდეგ 18-წლამდე გოგონათა მსოფლიო ჩემპიონატისთვის უნდა ემასპინძლა. მოგეხსენებათ, ქვეყნის დედაქალაში სპორტის ახალი სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, ხელბურთის ფედერაცია კი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას სწორედ თბილისსა და ბათუმში გეგმავდა.

ცნობილი იყო, რომ 18-წლამდე გოგონათა მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას საქართველოს 32 ქვეყნის სპორტსმენები ესტუმრებოდნენ, თუმცა, ქართულმა მხარემ გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით შეცვალა.

ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ წერილში ნათქვამია, რომ 2022 წლის 3 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით, პრესტიული ტურნირის სრულად ჩრდილოეთ მაკედონია, დედაქალაქი სკოპიე უმასპინძლებს.

Boris Trajkovski Arena

ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციის მიხედვით, ქართულმა მხარემ საკუთარი გადაწყვეტილება რუსეთ-უკრაინის ომით ახსნა და განმარტა, რომ საქართველოსთვის ,,გეოპოლიტიკური ვითარება" რთულია.

საქართველომ მასპინძლობაზე განაცხადი 2022 წლის 23 თებერვალს გააუქმა, თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი 2022 წლის 24 თებერვლის დილით, კიევის დროით 05:00 საათზე წამოიწყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული მხარის უარის შემდეგ, საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ტურნირიდან ავტომატურად მოიხსნა, საქართველოს მაგივრად კი სლოვენია ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცხადაძე: ,,ყველა ცდილობს, რომ დინამოს ფეხბურთის თამაშში ხელი შეუშალოს
ცხადაძე: ,,ყველა ცდილობს, რომ დინამოს ფეხბურთის თამაშში ხელი შეუშალოს"