მაჰრეზი და ალექს სანდრო "ჩელსის" რადარზე
ლონდონის „ჩელსიმ“ თვალი რიად მაჰრეზსა და ალექს სანდროს დაადგა.
Daily Telegraph-ის თქმით, ანტონიო კონტეს ერთ-ერთი მთავარი საზაფხულო მიზანი ფლანგების გაძლიერება იქნება, რისთვისაც მან აღნიშნული ფეხბურთელები შეიგულა.
მაჰრეზის „ლესტერიდან“ წასვლა გადაწყვეტილია ამბავია, თუმცა მას ბევრი მსურველი ჰყავს, ხოლო ალექს სანდროს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს.