Aa
Aa

"მტრულად განწყობილები დავხვდებით" - ჩავი აინტრახტთან მატჩის წინ

ევროპის ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში „ბარსელონა“ ფრანკფურტის „აინტრახტს“ უმასპინძლებს. შეხვედრის წინ, კატალონიელთა თავკაცმა ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ჩავი:

„ვფიქრობ, საკუთარ კედლებში თამაში უკეთესად გამოდის. თავი გაცილებით კარგად უნდა დავიცვათ, მაღალი პრესინგი ვითამაშოთ და მოწინააღმდეგეს სივრცეები შევუზღუდოთ. გერმანელებმა თქვეს, რომ ეს მათ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია. ფრანკფურტში შექმნილი ატმოსფეროთი გაკვირვებული ვიყავი. „აინტრახტის“ სტადიონზე არასდროს მითამაშია. ისინი ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილები იყვნენ. ზუსტად იმავეს დავახვედრებთ ჩვენც.

მათი მთავარი ძალა კონტრ-შეტევებია. ბურთის დაკარგვასთან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ამას „აინტრახტი“ იდეალურად იყენებს. „ბარსელონაში“ 1 დაუწერელი კანონია. მოგება ლამაზი ფეხბურთით. თუ ეს ასე არ ხდება, უკმაყოფილოები ვართ. ლევანდოვსკიზე ფიქრის და საუბრის დრო არ არის. ფოკუსირებული მხოლოდ მეოთხედფინალზე ვარ. ზოგადად, ბევრი კომპონენტი გავაუმჯობესეთ, მაგრამ „ლევანტესთან“ ცუდი მატჩი გვქონდა.

მენტალიტეტი კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ. გვსურს ამ ტურნირის მოგება, რადგან „ბარსელონას“ თავის კოლექციაში ევროპის ლიგა არ აქვს. ლა ლიგაში ყველა დარჩენილი მატჩი მნიშვნელოვანია. გუნდი, რომელიც ხუთშაბათს თამაშობს, შემდეგ კვირას თამაში უჭირს, რადგან დასვენებისთვის ცოტა დრო აქვს. სამწუხაროდ, ჩვენ ასეთ სიტუაციაში ვართ. ჩემი მოსვლის დღიდან გულშემატკივრები საოცრად იქცევიან. უნდა დავამტკიცოთ, რომ მათი მხარდაჭერის ღირსები ვართ.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება გერმანიაში გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა. ფრანკფურტელთა მხრიდან თავი კნაუფმა გამოიჩინა, ხოლო ბარსადან ანგარიში ფერან ტორესმა გაათანაბრა. ცნობისთვის, „აინტრახტისა“ და „ბარსელონას“ განმეორებითი შეხვედრა 14 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები