„მთავარი გმირი იყო“ - ბორდალასმა „მამარდაზე“ ისაუბრა
Aa
Aa

„მთავარი გმირი იყო“ - ბორდალასმა „მამარდაზე“ ისაუბრა

გუშინ, ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 31-ე ტურში „ვალენსია“ სტუმრად „რაიო ვალეკანოს“ შეხვდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „ღამურების“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა განვლილი მატჩი და გიორგი მამარდაშვილის თამაში შეაფასა:

„მიზანი რა თქმა უნდა სამი ქულის მოპოვება იყო, მაგრამ ისეთი გუნდთან, როგორიც „რაიო ვალეკანოა“ ამის შესრულება რთულია. ვიცოდით, რომ ინტენსიური თამაში იქნებოდა და მათ ზეწოლაზე გამკლავება გაგვიჭირა. რაიოს ნამუშევარს ხაზი უნდა გავუსვათ, კარგად სწორედ მათ გამო ვერ ვითამაშეთ. ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს და უმეტესად თავდაცვა გვიწევდა. მთავარი გმირი მამარდაშვილი იყო, მან არაერთი ბურთი მოიგერია და ყველა სირთულეს კარგად გაუმკლავდა“, - განაცხადა ბორდალასმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი შეხვედრა ქართველმა მეკარემ 3 „სეივით“ დაასრულა. პირველ ნახევარში მამარდამ იზი პალაზონს შორეული გასროლა აუღო.

რაც შეეხება მეორე ტაიმს, კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მომენტი ქართველმა მეკარემ 75-ე წუთზე შემოგვთავაზა, როდესაც იგივე იზი პალაზონი შორეული დარტყმა კუთხურზე ეფექტური ნახტომით მოიგერია.

სამწუხაროდ, მამარდაშვილის 560-წუთიანი მშრალი სერია 83-ე წუთზე შეწყდა. ქართველი მეკარის კარში გოლი სერხი გუარდიოლამ გაიტანა და „რაიო ვალეკანო“ წაგებისგან იხსნა.

31 ტურის შემდეგ ხოსე ბორდალასის გუნდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 42 ქულით მე-9 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 16 აპრილს, საკუთარ მოედანზე „ოსასუნას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორი ქართველი სიმბოლურ ნაკრებში - უნგრეთში ბერიძე და ზივზივაძე გამოარჩიეს
ორი ქართველი სიმბოლურ ნაკრებში - უნგრეთში ბერიძე და ზივზივაძე გამოარჩიეს