,,მისი დრიბლინგებით მარადონას სტადიონი გაგიჟდება
Aa
Aa

,,მისი დრიბლინგებით მარადონას სტადიონი გაგიჟდება" - ინტერვიუ ნაპოლის გულშემატკივართან

რამდენიმე დღის წინ INSTAGRAM-ის პირად პროფილზე ერთი შეხედვით უცნაური შეტყობინება მომივიდა:

,,გამარჯობა, მე ნაპოლის უდიდესი გულშემატკივარი, გიჟი ფანი ვარ. მინდა, ვიცოდე ითამაშებს ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლში? ყველა საკითხი მოგვარებულია? იტალიაში ბევრი ინფორმაცია არ შემოდის, ნაპოლის ფანები არსენალზე ვდარდობთ, რადგან ხვიჩას სახელთან ამ კლუბსაც აქტიურად აკავშირებენ.

სანაკრებო შესვენების შემდეგ, თქვენ პირველმა მოგვაწოდეთ ინფორმაცია ნაპოლისა და კვარაცხელიას მხარის შეხვედრის შესახებ. წარმატებულ ჟურნალისტურ საქმიანობას გილოცავთ!"

ყველაფერი კი ასე დაიწყო: მარტის სანაკრებო შეხვედრის მიმდინარეობისას, CrystalSport-ი იყო პირველი, რომელმაც ქართველი ტალანტისა და იტალიური კლუბის წარმომადგენლების შეხვედრის შესახებ ინფორმაცია შემოგთავაზათ.

მოგვიანებით, ადგილობრივმა, ყველასათვის კარგად ნაცნობმა გამოცემებმა დაწერეს, რომლის მიხედვითაც, ხვიჩა ნაპოლის შეუთანხდა და ზაფხულში, დინამო ბათუმის დატოვების შემდეგ, იტალიურ გუნდს შეუერთდება. იტალიური სააგენტოები აღნიშნავდნენ, რომ კვარაცხელია ნაპოლისთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, სეზონში კი 1 მილიონ ევროზე მეტს გამოიმუშავებს.

იქამდე, სერია ა-ს გუნდის ოფიციალური რადიოს რედაქციამ გულშემატკივარს ინფორმაცია მიაწოდა, რომლის მიხედვითაც, ლუჩანო სპალეტის გუნდი ზაფხულში კვარაცხელიას გაიფორმებს. ქართველი შემტევი ლორენცო ინსინიეს შეცვლის, რომელიც გუნდს ივნისში დატოვებს.

,,როდესაც კვარაცხელიას შესახებ პირველად გავიგე, დავინტერესდი და ინფორმაციების მოძიება დავიწყე, რომელმაც თქვენამდე მომიყვანა.

უთხარი კვარას, რომ მას ნაპოლი უკვე ელოდება! ნაპოლის გიჟი გულშემატკივრების დიდი ნაწილი იმედიანადაა, ნაწილიც სკეპტიკურად განწყობილი, რადგან სატრანსფერო ამბები გარკვეულ სიურპრიზებს მაინც ინახას და სანამ კონტრაქტზე ხელმოწერა არ იქნება, გარკვეული ეჭვები მაინც არის.

ჩანს, რომ ხვიჩა უდიდესი ტალანატია. მარადონას სახელობის სტადიონი მისი დრიბლინგებით გაგიჟდებოდა, თუმცა მისი სახელი ცოტა უცნაურია. არ ვიცი, სტადიონის დიქტორმა ,,ხვიჩა" როგორ უნდა გამოთქვას, ეს რთული მისიაა. ალბათ, მისი სახელის გამოცხადებისას სტადიონი გადაირევა".

არ დამეზარა და მეც ვუპასუხე, რომ ხვიჩა ადგილობრივი, ქართული სახელია. რეალურად, აღნიშნული სახელი მეგრულია და ,,გაბრწყინებულს" ნიშნავს. რამდენად გაიბრწყინებს კვარაცხელია tadio Diego Armando Maradona -ზე, რომელიც 54,726 გულშემატკივარს იტევს, ამას ყველა ერთად, ზაფხულიდან ვნახავთ.

იქამდე კი, როგორც CrystalSport-ისთვისაა ცნობილი, იტალიურ კლუბსა და ქართულ მხარეს შორის შუამავალი კრისტიან ძაკარდოა, რომელიც მცველის პოზიციაზე თამაშობდა, 2006 წელს კი იტალიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. სწორედ იტალიელი აგენტი კურირებს 2001 წელს დაბადებული ფეხბურთელისა და იტალიური კლუბს შორის მოლაპარაკებებს.

მაგიურ ნეაპოლში ხვიჩასთვის იდეალური გარემოა, - ასე უპასუხა მოსკოვის ლოკომოტივისა და ხვიჩას ყოფილმა მწვრთნელმა, იური სიომინმა იტალიურ La Gazzetta dello Sport-ს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა კი აღნიშნა, რომ კვარაცხელია ნაპოლიში გადასასვლელად მზადაა, რადგან მას ყველა თვისება აქვს, რაც დიდი ფეხბურთის სათამაშოდაა საჭირო.

ხვიჩა ნაპოლის ოფიციალური რადიოს ჟურნალისტმა და საფეხბურთო ექსპერტმა, პაოლო დელ გენიომაც შეაქო:

 ,,ეს ბიჭი შევისწავლე და უნდა ვთქვა, რომ ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. საქართველოს ნაკრებში მისი თამაში ვნახე და შევამჩნიე, რომ შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა. იგი სწრაფია და შესანიშნავი დრიბლინგი აქვს. ჩემი აზრით, საქმე მომავალ ვარსკვლავთან გვაქვს".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონთა ლიგა | რას ფიქრობენ საქართველოს ნაკრებისა და ეროვნული ლიგის ფეხბურთელები
ჩემპიონთა ლიგა | რას ფიქრობენ საქართველოს ნაკრებისა და ეროვნული ლიგის ფეხბურთელები