წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა: დინამო თბილისი ბრეშასთან უშანსოდ დამარცხდა
Aa
Aa

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა: დინამო თბილისი ბრეშასთან უშანსოდ დამარცხდა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის დინამომ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის მე-11 ტურის შეხვედრა A ჯგუფის ლიდერთან და უპირობო ფავორიტთან იტალიურ „ბრეშასთან“ გამართა და 16:8 დამარცხდა.

იტალიელებს ამ მატჩამდე 23 ქულა ჰქონდათ, თბილისელებს კი 0.

დინამომ პირველი ორი მეოთხედი მეტოქეს ბრძოლა გაუმართა და ჯამში მხოლოდ 5:7-ს აგებდა, თუმცა ამის შემდეგ, „ბრეშა“ წინ გაიჭრა და ქართველ წყალბურთელებს მათი შეჩერება ძალიან უჭირდათ.

დინამოს მხრიდან 3 გოლით გიორგი მესხი გამოირჩა. მატჩში საუკეთესო კი მეტოქის რიგებში 5 გოლის ავტორი ედოარდო დი სომა გახდა.

მე-12 ტურის შეხვედრას დინამოელები ბარსელონაში ზოდიაკის წინააღმდეგ 9 აპრილს გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უგანდას გადაასწრო - საქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში დაწინაურდა
უგანდას გადაასწრო - საქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში დაწინაურდა