ბერიძე „კვარაზე“: ნაპოლის ფეხბურთელი თუ შეგვყავდა განაცხადში არ ვიცოდი
Aa
Aa

ბერიძე „კვარაზე“: ნაპოლის ფეხბურთელი თუ შეგვყავდა განაცხადში არ ვიცოდი

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ახლა ბათუმის „დინამოშია“ და კლუბთან ერთად, ეროვნული ლიგის მორიგი მატჩისთვის ეზმადება. ამის შესახებ ბათუმური კლუბის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ CrystalSport-თან საუბრისას განაცხადა.

„ნომერი დავუბეჭდეთ, მაისური დავუბეჭდეთ, განაცხადში შევიყვანეთ და „ნაპოლის“ ფეხბურთელი თუ შეგვყავდა განაცხადში არ ვიცოდი. „ნაპოლისთან“ მოლაპარაკებებს მე ვერ დაგიდასტურებთ, მე ერთი რამ ვიცი, რომ ის ოფიციალურად არის ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი.

ტრავმა არ აქვს, ხვალ გუნდთან ერთად ჩაატარებს პირველ ვარჯიშს და მომავალი შეხვედრის განაცხადშიც იქნება. ექნება, თუ არა დებიუტი „თელავთან“, ეს უკვე გია გეგუჩაძის გადასაწყვეტია“, - განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა CrystalSport-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, CrystalSport-მა ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მატჩის შემდეგ პირდაპირ ნეაპოლში გაემგზავრა და „ნაპოლისთან“ აწარმოებს მოლაპარაკებას.

სავარაუდოდ, შეთანხმების შემთხვევაში, კონტრაქტი ზაფხულიდან ამოქმედდება, მაშინ, როდესაც ხვიჩა დინამო ბათუმს დატოვებს, სატრანსფერო ღირებულება კი 15 მილიონი ევრო იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"ხვიჩა ნაპოლის კარგად მოერგება" - სიომინი კვარას ტრანსფერზე საუბრობს