EXCLUSIVE: კვარაცხელია მოლაპარაკებას ნაპოლისთან აწარმოებს
Aa
Aa

EXCLUSIVE: კვარაცხელია მოლაპარაკებას ნაპოლისთან აწარმოებს

როგორც დღემდე იყო ცნობილი, ხვიჩა კვარაცხელიას ბათუმის „დინამოში“ უნდა ეთამაშა. დღეს კი, CrystalSport-ს ექსკლუზიურად განუცხადეს, რომ ქართველი ტალანტი ბოსნიასთან მატჩის შემდეგ პირდაპირ ნეაპოლში გაემგზავრა და „პარტენოპეისთან“ მოლაპარაკებები შედგა.

სავარაუდოდ, შეთანხმების შემთხვევაში, კონტრაქტი ზაფხულიდან ამოქმედდება, მაშინ, როდესაც ხვიჩა ,,დინამო" ბათუმს დატოვებს.

ნომერი დავუბეჭდეთ, მაიკა დავუბეჭდეთ, განაცხადში შევიყვანეთ და ,,ნაპოლის" ფეხბურთელი თუ შეგვყავდა განაცხადში არ ვიცოდი.

,,ნაპოლისთან" მოლაპარაკებებს ვერ დაგიდასტურებთ, მე ერთი რამ ვიცი, რომ ის ოფიციალურად არის ბათუმის დინამოს ფეხბურთელი.  ტრავმა არ აქვს, გუნდთან ერთად ჩაატარებს პირველ ვარჯიშს და მომავლი შეხვედრის განაცხადშიც იქნება. ექნება, თუ არა დებიუტი ,,თელავთან", ეს უკვე გია გეგუჩაძის გადასაწყვეტია, - განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა CrystalSport-თან საუბრისას.

Sport-express წერს, რომ ნეაპოლური კლუბი იკვლევს ვარიანტებს, რომელთა მიხედვითაც, ხვიჩას ზაფხულამდე გაიფორმებენ. წყაროს თანახმად, კვარაცხელია „რუბინში“ დაბრუნებას აღარ აპირებს და მისი მომდევნო გაჩერება „პარტენოპეი“ იქნება.

კვარაცხელიას „ნაპოლიში“ შესაძლო გადასვლაზე ხვიჩას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმაც ისაუბრა:

„ის მათ სტილს კარგად მოერგება. იტალიაში მოსწონთ ფეხბურთელები, რომლებიც ინდივიდუალურად კარგად მოქმედებენ. ინსინიე მათ მალე დატოვებს, ხვიჩა კი მათ გეგმებში კარგად ჯდება. გუნდში კვარაცხელია სწორედ მის ადგილს დაიკავებს. ხვიჩა იტალიაში ადაპტაციას სრულად შეძლებს. ეს მისთვის კარგი ახალი გამოწვევაა“.

„კვარას“ შესახებ ცნობილი ჟურნალისტები ალფრედო პედულა და ჯანლუიჯი ლონგარი წერენ და ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ: პედულას მიხედვით, „პარტენოპეის“ სპორტული დირექტორი, კრისტიანო გიუნტოლი ხვიჩას ტრანსფერის დახურვასთან ძალიან ახლოსაა. ქართველ ფეხბურთელთან საბოლოო შეთანხმების მიღწევა საათების ამბავია და დიდი შანსია, „კვარამ“ კარიერა ნეაპოლში განაგრძოს.

პედულას ინფორმაციას ლონგარიც ადასტურებს და დასძენს, რომ „ნაპოლისა“ და კვარაცხელიას თანამშრომლობის დაწყება პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ერთადერთი, რაც ტრანსფერის დასახურადაა საჭირო, ქართველ ფეხბურთელთან შეთანხმების დადებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები