ცნობილია პრეპარატი, რომლითაც რომან აბრამოვიჩი მოლაპარაკებების დროს მოწამლეს
ბრიტანული საგამოძიებო სააგენტო Bellingcat-ის ჟურნალისტი იმ პრეპარატის სახელწოდებას ასაჯაროებს, რომლითაც ლონდონის „ჩელსის“ მფლობელი, რომან აბრამოვიჩი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დროს მოწამლეს. ჟურნალისტ ხრისტო გროზევის ინფორმაციით, ეს პრეპარატი ქლოროპიკრინი გახლდათ:
„ყველა სპეციალისტი, რომლებიც დელეგაციის წევრებს ესაუბრნენ, პირადად დაათვალიერეს ფოტოებიც და დაზარალებულებსაც გაესაუბრნენ. მათ მკაფიოდ თქვეს, რომ ეს შემთხვევითი არ ყოფილა, ეს იყო საკვებით მოწამვლა და არა ალერგია“, - წერს გროზევი.
ქლოროპიკრინი არის უფერო სითხე, რომელსაც აქვს ძლიერი სუნი. გაზომილ დოზებში ქლოროპიკრინი იწვევს ცრემლდენას და თვალის გაღიზიანებას, დიდი დოზის გამოყენების შემთხვევაში კი ფატალურ შედეგს.
რამდენიმე დღის წინ, ამავე სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რომან აბრამოვიჩი და მასთან ერთად კიდევ სამი ადამიანი 3-4 მარტს, რუსეთ-უკრაინას შორის გამართული მოლაპარაკებების პროცესში მოწამლეს. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, ქლოროპიკრინი შეხვედრის ოთახში მიტანილ წყალში და შოკოლადში იყო შერეული.
The Guardian-ის ინფორმაციით, აბრამოვიჩს სიმპტომები შოკოლადი მიირთმევის და წყლის დალევის შემდეგ დაეწყო.