„ეს გაფრთხილება იყო“ - აბრამოვიჩის მოწამვლის დეტალები
Aa
Aa

„ეს გაფრთხილება იყო“ - აბრამოვიჩის მოწამვლის დეტალები

გუშინ, უცხოურ პრესაში რომან აბრამოვიჩის მოწამვლის შესახებ დაიწერა. Bellingcat-ის ინფორმაციით, სამი დელეგატი, რომლებიც რუსეთსა და უკრაინას შორის, 3-4 მარტს გამართულ მოლაპარაკებებს დაესწრნენ, ქიმიური იარაღით მოწამლეს და ერთ-ერთი მათგანი „ჩელსის“ მფლობელი გახლდათ.

რამდენიმე საათის წინ, ხრისტო გროზევმა, რომელიც ამ საქმეზე Bellingcat-ის წამყვანი გამომძიებელი გახლავთ, Times-ს ინტერვიუ მისცა და დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, მოწამვლა გაფრთხილება იყო და მისი მიზანი დელეგატების მოკვლა არ ყოფილა.

„დოზა რომელიმე მათგანის მოსაკლავად საკმარისი არ ყოფილა. სავარაუდოდ, მთავარი სამიზნე აბრამოვიჩი გახლდათ და ეს გასაგებიცაა. მან მოლაპარაკებებში ჩართვის სურვილი გამოთქვა და პატიოსანი ბროკერის როლი მოირგო, მაგრამ სხვა ოლიგარქები კრემლს გამოეყვნენ და ომის დაწყება გააკრიტიკეს. ამიტომ, შესაძლოა, ეს გაფრთხილება იყოს, რომ აბრამოვიჩი მათ რიგებს არ შეუერთდეს და არც მთლად ბოლომდე პატიოსანი ბროკერი იყოს“.

აღსანიშნავია, რომ Financial Times ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებული წყაროს კომენტარს ავრცელებს, რომელიც დაზარალებულების სიმპტომებს ასაჯაროებს: „მომდევნო დღეს მათ მხედველობა მთლიანად დაკარგეს და ამ მდგომარეობაში რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ. წარმოდგენა არ გვაქვს, ამ შეტევის უკან ვინ დგას, მაგრამ როგორც ჩანს, რომანი მთავარი სამიზნე იყო. ადამიანი, რომელმაც თავდასხმა განახორციელა დამწყები არ ყოფილა და ჯერჯერობით არ ვიცით, ის უკრაინელი მხარის წარმომადგენელი იყო თუ - რუსეთის.“

ცნობისთვის, Guardian-ის ინფორმაციით, აბრამოვიჩმა შოკოლადი მიირთვა და წყალი დალია და სიმპტომები ამის შემდეგ დაეწყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ნამდვილად დავიმსახურე“ - რობერტო მანჩინის გიგანტური ოქროს ტაპირი გადასცეს
„ეს ნამდვილად დავიმსახურე“ - რობერტო მანჩინის გიგანტური ოქროს ტაპირი გადასცეს