„ესპანეთისგან განსხვავებით, საქართველოსთან უფრო მეტი შანსი ექნება“ - ალბანეთის მცველი საქართველოზე
Aa
Aa

„ესპანეთისგან განსხვავებით, საქართველოსთან უფრო მეტი შანსი ექნება“ - ალბანეთის მცველი საქართველოზე

ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრად ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეხვედრის დაწყებამდე 24 საათით ადრე ორივე გუნდმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ თამაშზე ისაუბრა.

ალბანეთის ნაკრების მცველმა, ბერატ ჯიმშიტიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ალბანელებს შეტევაში ესპანეთთან განსხვავებით უფრო მეტი შანსი ექნება.

„მჯერა, რომ ესპანეთთან თამაშის შემდეგ გულშემატკივრებმა დაინახეს, რომ ჩვენმა გუნდმა მოედანზე თავი არ დაზოგა და წარმატების მისაღწევად ყველაფერი გააკეთა. მჯერა, რომ მსგავსი სულისკვეთებით სხვა მატჩებშიც ვითამაშებთ. ბუნებრივია, საქართველოს ნაკრები არ არის ესპანეთისავით ტექნიკური და მათი სათამაშო ხარისხიც არ არის მაღალი, მაგრამ ეს გუნდი მოედანზე ბევრს დარბის და თავსაც კარგად იცავს. მიმაჩნია, რომ ეს ჩვენთვისაც განსხვავებული შეხვედრა იქნება, რადგან შეტევაში უფრო მეტი შანსი გვექნება“, - განაცხადა ჯიმშიტიმ.

შეგახსენებთ, რომ ალბანეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის ამხანაგური შეხვედრა 29 მარტს, საქართველოს დროით 20:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე კაშკაშა დრიბლიორი, ვინც დასკვნით ფაზაში ცდებოდა - OPTA-ს ანალიზი ხვიჩაზე
ყველაზე კაშკაშა დრიბლიორი, ვინც დასკვნით ფაზაში ცდებოდა - OPTA-ს ანალიზი ხვიჩაზე