''საქართველო ესპანეთზე ბევრად სუსტი არაა'' - რეია საქართველოსთან მატჩზე
Aa
Aa

''საქართველო ესპანეთზე ბევრად სუსტი არაა'' - რეია საქართველოსთან მატჩზე

ალბანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იტალიელმა ედოარდო რეიამ საქართველოსთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, საქართველო ესპანეთისგან განსხვავებული გუნდია, თუმცა სანიოლის გუნდი ბევრად სუსტი არაა.

''საქართველო ესპანეთის ნაკრებისგან განსხვავებულია. ქართველი ფეხბურთელები თავს კარგად იცავენ, ბევრს დარბიან და მათი კონტრშეტევები სახიფათოა. საქართველო ძლიერი გუნდია, ბოსნია და ჰერცეგოვინა დაამარცხა.

მოედანზე მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა ვიასპარეზოთ, მწვანე მინდორზე ტექნიკურად სრულყოფილი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, ეს არის ჩვენი მიზანი, ჩვენი ამოცანა. ასევე, მაქსიმალურად მცირე რაოდენობის შეცდომა დავუშვათ.

ბიჭებმა იციან, როგორ უნდა ითამაშონ. ესპანეთი ხომ მკვეთრად განსხვავებული გუნდია, ესპანელთა ფილოსოფია განსხვავებულია, შესაძლოა 50 გადაცემა ისე შეასრულონ, რომ შენ ბურთს ერთხელაც ვერ შეეხო. საქართველო ესპანეთისგან განსხვავებული გუნდია, თუმცა ბევრად სუსტი გუნდი ნამდვილად არაა''.

საქართველოსთან მატჩამდე ალბანელები ამხანაგურ შეხვედრაშუ ესპანელებს შეხვდნენ. ესპანეთმა გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე შეაგდო,  2:1 გაიმარჯვა. საინტერესოა, რომ გასულ წელს თბილისში, საქართველო-ესპანეთის მატჩშიც გამარჯვების გოლი ოლმომ შეაგდო, მეორე ტაიმის დამატებულ წუთზე თავი ოლმომ გამოიჩინა. როგორც ალბანეთთან, ასევე გასულ წელს მუნდიალის შესარჩევში, ''დინამო არენაზე'' საქართველოსთან მატჩში ოლმო ცვლილებაზე ჩაერთო თამაშში და გუნდს მოაგებინა.

ალბანეთი-საქართველოს ამხანაგური მატჩი 29 მარტს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე კაშკაშა დრიბლიორი, ვინც დასკვნით ფაზაში ცდებოდა - OPTA-ს ანალიზი ხვიჩაზე
ყველაზე კაშკაშა დრიბლიორი, ვინც დასკვნით ფაზაში ცდებოდა - OPTA-ს ანალიზი ხვიჩაზე