თემურ ქეცბაია რუსული "ორენბურგის" მთავარი მწვრთნელია!
საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი, თემურ ქეცბაია, კარიერას რუსულ "ორენბურგში" გააგრძელებს.
49 წლის ქართველი სპეციალისტის დანიშვნა "ორენბურგის" ოფიციალურმა საიტმა გუშინ დაადასტურა. თავად ქეცბაიამ კი, კლუბის ვებ-გვერდს მოკლე კომენტარიც მისცა.
"მოხარული ვარ აქ ყოფნით. გუნდს თავისი მიზნები აქვს, რაც უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებას გულისხმობს.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იოლი არ იქნება, თუმცა საამისო რესური არის და მომავალ წელს სწორედ ამისთვის ვიბრძოლებთ". - ამბობს ქეცბაია.
"ორენბურგმა" რუსეთის პრემიერ ლიგის გასულ სეზონში მე-13 ადგილი დაიკავა და გადათამაშებაში "სკა"-სთან დამარცხდა, რაც დაქვეითებად დაუჯდა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მწვრთნელი ბოლოს ბერძნულ "აეკში" მუშაობდა.