20 ქულა საკრამენტოსთან - ბითაძის მორიგი სუპერმატჩი NBA-ში
Aa
Aa

20 ქულა საკრამენტოსთან - ბითაძის მორიგი სუპერმატჩი NBA-ში

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ საკუთარ მოედანზე „საკრამენტო კინგს“ შეხვდა და დრამატულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით 109:110 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე არასრული 30 წუთი გაატარა. სამწუხაროდ გოგას ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა თუმცა ამ დროის განმავლობაში მაინც სოლიდური სტატისტიკა დააფიქსირა. ქართველმა ცენტრმა 20 ქულა, 9 მოხსნა (3 შეტევაში), 2 შედეგიანი გადაცემა და თითო-თითო ჩაჭრა-ბლოკი მოაგროვა. ასევე ბურთი ორჯერ დაკარგა და სამი პერსონალური ფოლი აიღო.

ინდიანადან ბითაძეზე კარგი შედეგი მხოლოდ ბადი ჰელდმა დააფიქსირა, რომელმაც მეტოქის ფარში 25 ქულა ჩააგდო. მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი საკრამენტოს კალათბურთელი, დეივონ მიჩელი გახდა, რომელმაც 25 ქულა, 7 ასისტი და 1 მოხსნა მიითვალა.

73 ტურის შემდეგ ინდიანა NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში 25 მოგებით და 48 მარცხით მე-13 ადგილს იკავებს. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას ხვალ, საკუთარ მოედანზე „მემფის გრიზლის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას 2 ქულა და სუსტი მატჩი - ვირტუს ბოლონიამ დამაჯერებლად გაიმარჯვა
შენგელიას 2 ქულა და სუსტი მატჩი - ვირტუს ბოლონიამ დამაჯერებლად გაიმარჯვა