ტომას ტუხელი
Aa
Aa

ტუხელი: რეალი სირთულეების დროს მშვიდად არის, მათ ეს მოსწონთ

ტომას ტუხელმა მადრიდის „რეალთან“ მოახლოებულ ნახევარფინალზე ისაუბრა, რომელიც 30 აპრილს მიუნხენში გაიმართება.

„ჩვენ ვერ ვივარჯიშებთ რეალისთვის აინტრახტთან მატჩში. ეს სრულიად განსხვავებული სიტუაციაა.

გვსურს ხვალ უმაღლეს დონეზე ვითამაშოთ, რადგან გვჭირდება ქულები და გვინდა შევინარჩუნოთ იმპულსი. ასე რომ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ და გუნდს ხვალინდელი დღისთვის საუკეთესოდ ვამზადებთ.

ჩვენ უკვე რამდენჯერმე ვუყურეთ რეალის მატჩებს, მათ შორის ჩვენს ანალიტიკოსებთან ერთად. ისინი გოლს მაშინ გაგიტანენ, როცა ამას არ ელი. მათ ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ და ეს გარდამავალ ეტაპზე სახიფათოა.

სწორედ ეს განსაზღვრავს მათ, ისინი მუდამ საფრთხეს წარმოადგენენ და შეუძლიათ წინსვლა და გამარჯვება. მათ შეუძლიათ რთულ მომენტებში მოთმინება გამოიჩინონ - რეალს ეს მოსწონს“,

- განაცხადა „ბაიერნის“ თომას ტუხელმა.

„ბაიერნი“ „რეალის“ დამარცხების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში თავისი მე-7 თასის მოგებას შეეცდება. „სამეფო კლუბი“ კი ტურნირზე მე-15 გამარჯვებას უმიზნებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
21-ე საუკუნის ვალენსიას ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე - ElDesmarque-ს სტატია მამარდაზე
21-ე საუკუნის ვალენსიას ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე - ElDesmarque-ს სტატია მამარდაზე