საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა |  მატჩისწინა კომენტარები
Aa
Aa

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა | მატჩისწინა კომენტარები

საქართველოს ნაკრები  საწვრთნელ პროცესს სარაევოს ბაზაზე გადის.

23 მარტს, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ეროვნული ნაკრები 22 ფეხბურთელის შემადგენლობით შეიკრიბა - სრული დატვირთვით ივარჯიშა ლაშა დვალმა, ვაკო ყაზაიშვილი გუნდს შეუერთდა, თუმცა ვარჯიშს 24 მარტს დაიწყებს.

 

ოთარ კაკაბაძე (საქართველოს ნაკრები):

ერთა ლიგისთვის ყველა ვემზადებით, ამხანაგური მატჩებისთვის გუნდები კარგად არის შერჩეული, დაახლოებით ისეთი დონის გუნდები არიან, რომლებსაც ჯგუფში უნდა დავუპირისპირდეთ. რთული თამაში გველოდება, რაც ბევრ რამეს დაგვანახებს. 

ნიკა კვეკვესკირი (საქართველოს ნაკრები):

ეს ორი ამხანაგური თამაში ერთა ლიგის დაწყებამდე გენერალური რეპეტიციაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამწვრთნელო შტაბმა ფეხბურთელებში სწორი ბალანსი იპოვოს. განსაკუთრებით, ახალ ფეხბურთელებს შორის, რომლებსაც დებიუტი ექნებათ და რომლებიც დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდნენ. მნიშვნელოვანი, რომ დადებითი მუხტი, რომელიც ზედიზედ სამ თამაშში გამარჯვებამ მოიტანა, ერთა ლიგის თამაშებამდე გაგვყვეს. ამისთვის აუცილებელია თამაშის კარგი ხარისხი და შედეგი. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი),  გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (მეტალისტი, ხარკოვი, უკრაინა), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი,საქართველო), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს ნაკრების ამხანაგური მატჩი ქალაქ ჟენიცაში 25 მარტს, 23:45 საათიდან დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანტალიის გრანდ-სლემი | საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა
ანტალიის გრანდ-სლემი | საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა