BILD: მოსკოვის სპარტაკს ევროპა ლიგიდან მოკვეთავენ
Aa
Aa

BILD: მოსკოვის სპარტაკს ევროპა ლიგიდან მოკვეთავენ

ავტორიტეტული გერმანული გამოცემის, BILD-ის ცნობით UEFA მოსკოვის ''სპარტაკს'' ევროპა ლიგიდან მოკვეთავს. ფლეი-ოფში რუსული კლუბის მეტოქე ''ლაიფციგია'', თუმცა ამ გუნდებს შორის დაპირისპირება არ შედგება, შემდეგ ეტაპზე ''ლაიფციგი'' იასპარეზებს, ''სპარტაკი'' კი რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენციის გამო ტურნირს დაემშვიდობება.

ინგლისის, პოლონეთის, ჩეხეთის, ალბანეთისა და შვედეთის შემდეგ, რუსეთის ნაკრებთან მატჩების გამართვაზე უარი დანიამ, ნორვეგიამ. შვეიცარიამ და უელსმაც განაცხადეს. ფიფას გადაწყვეტილების მიუხედავად, ზემოთ ხსენებული ფეხბურთის ფედერაციები პოზიციის შეცვლას არ აპირებენ და რუსეთის წინააღმდეგ თამაშს არ გეგმავენ. 

საინტერესოა, რომ გერმანული SID-ის ცნობით, UEFA-ში მსჯელობენ, რომ უკრაინაში ომის გამო რუსეთი სრული დისკვალიფიკაციით დაისჯება, თუმცა შესაძლოა მხოლოდ რუსული კლუბები მოიკვეთონ ევროასპარეზიდან. გერმანიის ფეხბურთის მმართველი ორგანო (DFB) ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

მოგეხსენებათ, ფეხბურთთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად და უეფა-სთან კოორდინაციით, ფიფა-ს საბჭოს ბიურომ - ფიფა-ს პრეზიდენტისა და კონფედერაციის ექვსი პრეზიდენტის მონაწილეობით - ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) რეკომენდაციების შესაბამისად მიიღოს სასწრაფო ზომები.

ოფიციალურ დოკუმენტში ვკითხულობთ:

რუსეთის ტერიტორიაზე არცერთი საერთაშორისო შეჯიბრი არ ჩატარდება. რუსული კლუბები კი საშინაო მატჩებს ნეიტრალურ მოედანზე გამართავენ.

რუსული გუნდების საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის საფეხბურთო კავშირის(RFU) სახელით გამოვლენ და არა რუსეთის.

არ იქნება გამოყენებული რუსეთის დროშა ან ჰიმნი იმ მატჩებში, სადაც რუსეთის საფეხბურთო კავშირის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები