Aa
Aa

"დამატებითი დრო მიუღებელია" - სპალეტი ბარსელონასთან მატჩის წინ

ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალში საინტერესო დაპირისპირებაა. განმეორებით მატჩში „ნაპოლი“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს. შეხვედრის წინ, „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

სპალეტი:

„ახლა ბრძოლა ჩვენი ვალდებულებაა. შესაძლოა იბრძოლო და წააგო, მაგრამ ვინც არ იბრძვის ის აუცილებლად აგებს. უნდა გავრისკოთ და მაქსიმალურად ვეცადოთ ჩვენი თამაში მოწინააღმდეგეს მოვახვიოთ. „ბარსელონა“ აუცილებლად გვაიძულებს, რომ ღრმა დაცვიდან ვითამაშოთ. ამას არ შევეგუებით. ვფიქრობ, ორივე გუნდისთვის დამატებითი დრო მიუღებელი იქნება.

რთულ თამაშს ველოდები. ჩვენ უნდა ვიყოთ ჯარისკაცები ვიდეო თამაშიდან. ვიბრძოლოთ სივრცეებისთვის და თუ არ გამოგვივა დახვრეტით დავისჯებით. მხოლოდ იმაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, რისი საშუალებითაც ამ ეტაპამდე მოვედით. „ბარსელონა“ ძლიერი გუნდია, მესის წასვლა არაფერს ნიშნავს. ჩავის გუნდი ახლაც ანგარიშგასაწევი ძალაა.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება „ნოუ კამპზე“ გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა. იტალიელთა მხრიდან თავი ზიელინსკიმ გამოიჩინა, კატალონიელთა მხრიდან კი ფერან ტორესმა. განმეორებითი მატჩი 24 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები