შთამბეჭდავი გამარჯვება - საქართველომ პოლონეთს 22:1 სძლია
Aa
Aa

შთამბეჭდავი გამარჯვება - საქართველომ პოლონეთს 22:1 სძლია

ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა პოლონეთი დიდი ანგარიშით 22:1 დაამარცხა.

პირველი მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 8:0 მოიგო. მეორე პერიოდის შემდეგ ანგარიში 15:1 იყო. მესამე პერიოდის შემდეგ საქართველო 17:1-ს იგებდა, საბოლოოდ კი საქართველოს ნაკრებმა 22:1 გაიმარჯვა.

გოლები შემდეგი მოთამაშეების ანგარიშზეა: სარიჩი (3), ვაკო დადვანი (3), ანდრო ბითაძე, რევაზ იმნაიშვილი (3), დუშან ვასიჩი, ბექა ქავთარაძე, ვასკო ვასიჩი, ბორის ვაპენსკი (2), მაგრაქველიძე, სანდრო ადეიშვილი, შუშიაშვილი (3), ჯახაია (2).

პოლონელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ალექსანდრ ოზგას ანგარიშზეა, მან ანგარიში მეორე პერიოდში შეამცირა - 13:1.

შეგახსენებთ, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბელარუსი 25:5 დაამარცხა, მეორე ტურში პოლონეთს დამაჯერებლად სძლია (22:1), მესამე ტურში კი სლოვაკეთს დაუპირისპირდება. საქართველო-სლოვაკეთის მატჩი 20 თებერვალს სპორტკომპლექს ''ოლიმპიკში'' 12:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, 2022 წლის ვეროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 27 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე ხორვატიაში გაიმართება. 8 გუნდის ვინაობა ცნობილია. ეს გუნდები არიან: უნგრეთი, ესპანეთი, მონტენეგრო, ხორვატია, სერბეთი, იტალია, საბერძნეთი და რუსეთი.

ფოტო: საქართველოს საწყლოსნო ფედერაციის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძის ბრწყინვალე დრიბლინგი - ჰამბურგმა ქულები ზანდჰაუზენთან დაკარგა
ჩაკვეტაძის ბრწყინვალე დრიბლინგი - ჰამბურგმა ქულები ზანდჰაუზენთან დაკარგა