რონალდუს მორიგი რეკორდი
Aa
Aa

რონალდუს მორიგი რეკორდი

კრიშტიანუ რონალდუმ "სელტასთან" 4:1 მოგებული მატჩისას კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.

მან ჩემპიონატში ჯამურად გატანილი გოლებით, 60-იანი წლების ინგლისელ ფორვარდ ჯიმი გრივზს გადაასწრო და პირველ ადგილზე გადავიდა.

გუშინდელ თამაშამდე რონალდუსა და გრივზს 366-366 გოლი ჰქონდათ გატანილი, ახლა პორტუგალიელს 368 აქვს.

რონალდუმ მანჩესტერის ფორმით პრემიერ ლიგაში 84 გოლი შეაგდო, ხოლო "რეალის" მაისურით ლა ლიგაში 284.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები