დირკ კუიტი: "როცა ამას ვამბობდი, დამცინოდნენ"...
როტერდამის "ფეიენოორდის" ლეგენდამ და კაპიტანმა, დირკ კუიტმა, თავისი გუნდის გაჩემპიონებაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო მომენტია. როცა 2 წლის წინ "ფეიენოორდში" დავბრუნდი, ვიცოდი და ვამბობდი, რომ ჩვენ ჩემპიონები გავხდებოდით, ამის გაგონებაზე კი ყველა დამცინოდა.
ჩვენ ფეხის დაცდენას ყველა ელოდა და ეს სურდათ. როცა ბოლოსწინა ტურში წავაგეთ, მათ ცეკვა დაიწყეს, თუმცა დავამტკიცეთ, რომ ღირსეული ჩემპიონები ვართ.
ახლა შეგვიძლია მოგებული ტიტულით დავტკბეთ". - თქვა 36 წლის კუიტმა.
კუიტი როტერდამული გრანდის რიგებში 2003-2006 წლებშიც თამაშობდა. იგი კლუბში 2015 წელს დაბრუნდა.
როტერდამის "ფეიენოორდმა" 21-ე საუკუნეში ჰოლანდიის ჩემპიონობა პირველად (ჯამში უკვე 15 ჩემპიონობა აქვს) მოიპოვა. ბოლოს გუნდს ეს ტიტული 1998-1999 წლების სეზონში ჰქონდა მოგებული.
შეგახსენებთ, რომ "ფეიენოორდის" თავკაცი, ახლო წარსულში "არსენალის", "ბარსელონასა" და ჰოლანდიის ნაკრების ვარსკვლავი, ჯიოვანი ვან ბრონხორსტია.