პოპოვიჩმა ფაჩულია გააკრიტიკა
Aa
Aa

პოპოვიჩმა ფაჩულია გააკრიტიკა

„სან ანტონიო სპურსის“ მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ ქართველი ცენტრის, ზაზა ფაჩულიას შესახებ ისაუბრა. 

„ეს არის საშიში, შეუსაბამო, არასპორტული საქციელი - ამ კონკრეტულ ადამიანს ასეთი თამაშის დიდი ისტორია აქვს ლიგაში. ეს იყო სრულიად არაბუნებრივი თავდაცვა“, - თქვა პოპოვიჩმა.

დიდია ალბათობა, რომ ლეონარდი დასავლეთ კონფერენციის ფინალის მეორე შეხვედრაში ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, კავაი ლეონარდმა ტრავმა სწორედ ფაჩულიასთან შეჯახებისას მიიღო. აღსანიშნავია, რომ სანამ ლეონარდი მოედანზე იყო, „სან ანტონიო“ მეტოქეს 78:55 უგებდა, მაგრამ საბოლოოდ სერიის პირველი თამაში 111:113 დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები