ზიდანი: "ეს საერთო შრომის შედეგია"
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, "ატლეტიკოსთან" (1:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"შედეგით მოხარული ვარ, გუნდით - მოხიბლული. ბიჭებმა ძალიან ბევრი იშრომეს და მოედანზე ბოლო წამამდე იბრძოდნენ. ეს ყველას სწორი და მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია.
მეტოქემ თამაში ძალიან ძლიერად დაიწყო. კუთხურისას უკეთესად უნდა გვეთამაშა, თუმცა ეს ფეხბურთია, რომელსაც შეცდომები ახლავს.
რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, მაგრამ მოთმინებისა და თავდაჯერების ხარჯზე თამაში გამოვასწორეთ.
ფინალამდე ჩემპიონატის 3 შეხვედრა გვაქვს სათამაშო და "იუვესთან" მატჩზე ამის შემდეგ ვიფიქრებთ.
"იუვენტუსს" ჩემს ცხოვრებაში თავისი ადგილი აქვს და ეს თამაში ჩემთვის განსაკუთრებული იქნება. დარწმუნებული ვარ, დაუვიწყარი ფინალი გამოვა". - განაცხადა ზიდანმა.
ზინედინ ზიდანმა მწვრთნელის რანგში "რეალთან" ერთად "ჩემპიონთა ლიგის" მე-3 ფინალში გააღწია. 2014 წელს იგი კარლო ანჩელოტის ასისტენტი გახლდათ, ხოლო გასულ სეზონში - მთავარი მწვრთნელი.