დანაკლისი გაიზარდა - საქართველოს ფინეთთან კიდევ 4 მოთამაშე არ ეყოლება
Aa
Aa

დანაკლისი გაიზარდა - საქართველოს ფინეთთან კიდევ 4 მოთამაშე არ ეყოლება

საქართველოს ნაკრებში ტრავმირებულთა სია გაიზარდა: გიორგი ცხოვრებაძე, რევაზ ჭანტურია, ერეკლე არსენაშვილი და ლექსო წითელიშვილი ფინეთში ვერ დაგვეხმარებიან.

მანამდე უკვე ცნობილი იყო, რომ ფინეთთან ორივე შეხვედრას გამოტოვებდნენ ირაკლი ჩიქოვანი, ხაზეინ რუსტამოვი და  ნიკოლოზ კალანდაძე. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის საპასუხო მატჩი ფინეთის წინააღმდეგ ხვალ, 9 იანვარს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება თბილისში გაიმართა და 22:22 დასრულდა. წყვილში საუკეთესო კი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შესარჩევ ეტაპზე, ჯგუფში გადაინაცვლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები