ბუფონი
Aa
Aa

ბუფონი "იუვეს" სათამაშო ფორმით კმაყოფილია

ტურინის "იუვენტუსის" მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, "მონაკოსთან" 2:1 მოგებული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ ფინალში გავედით. რა გითხრათ, მიზანს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ასეთი მატჩებისთვის უბრალოდ უნდა მოემზადო და ძალიან ბევრი იშრომო, სხვა ყველაფერი ნაკლებად ღირებულია.

გუნდის სათამაშო ფორმით ნამდვილად ბედნიერი ვარ. ფანტასტიური თანაგუნდელები მყავს. 

ვფიქრობ, ჩემი მაგალითი იმის გამოხატულებაა, რომ თუკი დაუღალავად იშრომებ, ოცნებებიც ხდება". - თქვა ბუფონმა.

"ჯიჯის" მბაპეს გოლამდე "ჩემპიონთა ლიგაში" 690 წუთიანი მშრალი სერია ჰქონდა და იენს ლემანის რეკორდს (853 წთ.) უახლოვდებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები