რომელ სპორტულ მოვლენას ეძებდნენ 2021 წელს ქართულ Google-ში
Aa
Aa

რომელ სპორტულ მოვლენას ეძებდნენ 2021 წელს ქართულ Google-ში

ტრადიციულად, კალენდარული წლის მიწურულს არაერთი საინტერესო და სახალისო შეჯამება კეთდება. ამჯერად, მოგიყვებით თუ რას ეძებდა ქართველი გულშემატკივარი ქართულ Google-ში 2021 წელს.

Google trends-ზე დაყრდნობით, 2021 წელს სპორტული კუთხით ყველაზე ხშირად EURO 2020 და EURO 2021 იძებნებოდა. როგორც ჩანს, გულშემატკივრის ნაწილს სულაც არ ახსოვდა, რომ პრესტიჟული სანაკრებო ტურნირი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო, სახელს არ იცვლიდა და კვლავ EURO 2020-ის სახელით იქნებოდა მოხსენიებული.


რაც შეეხება უშუალოდ ტურნირის, შეგახსენებთ, რომ EURO 2020-ის ფინალში, უემბლიზე ინგლისისა და იტალიის ნაკრებების დაპირისპირების ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით - 1-1 დასრულდა, დამატებით დროში გოლი არ გასულა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი იტალიამ გაიმარჯვა (3-2).

ინგლისის ნაკრების მხრიდან პენალტი მარკუს რაშფორდმა, ჯეიდონ სანჩომ და ბუკაიო საკამ ვერ გამოიყენეს, რამაც ინგლისში განსაკუთრებული ემოციური ფონი შექმნა.

შედეგად, რობერტო მანჩინის გუნდმა პრესტიჟული სანაკრებო ტურნირი ისტორიაში მეორედ მოიგო. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები