მარადონა "ალ ფუჯარაჰის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
დიეგო მარადონა საფეხბურთო საქმიანობას არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გააგრძელებს.
მისი "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, დიეგო ამ ქვეყნის მეორე დივიზიონის გუნდის, "ალ ფუჯარაჰის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
მარადონას არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მუშაობის გამოცდილება აქვს. იგი 2011-2012 წლებში "ალ ვასლის" თავკაცად მუშაობდა.