ფიფამ მესის დისკვალიფიკაცია მოუხსნა
არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის საჩივარმა შედეგი გამოიღო. მის შედეგად, ფიფას სადისციპლინო კომიტეტმა ლიონელ მესის 4 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მოუხსნა.
"სააპელაციო კომიტეტმა არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის საჩივარი დააკმაყოფილა და ლიონელ მესის დისკვალიფიკაცია ანულირებულია". - ვკითხულობთ ფიფას ოფიციალურ განცხადებაში.
მესი ჩილესთან მატჩისას გვერდითი არბიტრისთვის მიყენებული შეურაცჰყოფისათვის დასაჯეს და 4 თამაშიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს (ბუნებრივია, იგულისხმება სანაკრებო შეხვედრები).
შესაბამისად, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით ტურებში მესის თამაშის საშუალება ექნება.
არგენტინის ნაკრების მეტოქეები ურუგვაის, ვენესუელას, პერუსა და ეკვადორის ეროვნული გუნდები იქნებიან.