იგუაინი:
Aa
Aa

იგუაინი: "სახლში ბრწყინვალე გამარჯვებით ვბრუნდებით"

გონსალო იგუაინმა "ჩემპიონთა ლიგის" 1/2 ფინალის პირველ შეხვედრაში "მონაკოსთან" (2:0) მოგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან უმნიშვნელოვანესი თამაში მოვიგეთ და სახლში ბრწყინვალე გამარჯვებით ვბრუნდებით. 

გოლები ჩემთვის უპირველესი არაა, მთავარია, რომ შრომა და მიზნისკენ სწრაფვა გავაგრძელოთ. 

გვსურდა, რომ კარი მშრალად შეგვენახა, რაც შევძელით და ვფიქრობ, შესანიშნავ შედეგს მივაღწიეთ". - განაცხადა "პიპიტამ", რომელმაც დუბლი შეასრულა. 

"იუვენტუსი" და "მონაკო", 9 მაისს, "იუვენტუს სთედიუმზე" ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები