Aa
Aa

"მონაკოს" ევროზღაპარი სრულდება - ბოროტი "პიპიტა"

"ჩემპიონთა ლიგის" პირველ 1/2 ფინალურ შეხვედრაში "მონაკომ" "იუვენტუსი" მიიღო და 0:2 დამარცხდა. 

მართალია, მასპინძლებს რამდენიმე საგოლე შანსი შეექმნათ, თუმცა საერთო ჯამში გამოჩნდა, რომ მათი მეტოქე უფრო მძიმე წონისა იყო და დამსახურებულადაც იმარჯვა. 

მასიმილიანო ალეგრის ბიჭებმა გონსალო იგუაინის დუბლით იმარჯვეს. "პიპიტამ" 29-ე და 59-ე წუთებზე შეაგდო და საპასუხო ნატჩის წინ თავის გუნდს სერიოზული ფორა მოუპოვა. 

"იუვენტუსი" და "მონაკო", 9 მაისს, "იუვენტუს სთედიუმზე" ითამაშებენ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები