ბუფონი:
Aa
Aa

ბუფონი: "თუ "ჩემპიონთა ლიგას" მოვიგებ, ჩემ ცხოვრებაში ბევრი არაფერი შეიცვლება"

ტურინის "იუვენტუსის" მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, "მონაკოსთან" მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

"თუ ამ ტურნირის მოგებას მოვახერხებ, ეს ჩემ ცხოვრებას ნამდვილად არ შეცვლის, რადგან გუნდთან კონტრაქტი 2018 წლამდე მაქვს და ყოველდღიურ შრომას გავაგრძელებ.

"მონაკოს" შეტევა უყვარს. მას არაერთი ბრწყინვალე ფეხბურთელი ჰყავს. მხოლოდ კილიან მბაპეს გამორჩევა სწორი არ იქნება - აქაა რადამელ ფალკაო და სხვა მოთამაშეები, რომელთაც გატანა შეუძლიათ. მათ გუნდს დიდ პატივს ვცემ. 

თუკი აქამდე მოხვედი, ესე იგი, ამას იმსახურებ. მართალია, გამოცდილება ჩვენი კოზირია, თუმცა მეორე მხრივ მათ ახალგაზრდული და საოცრად შემართული გუნდი ჰყავთ.

არაპროგნოზირებადი მატჩია, რომელშიც ყველაფერი შეიძლება მოხდეს". - განაცხადა ბუფონმა. 

"მონაკო" და "იუვენტუსი", დღეს, 22:45 საათზე, "ლუი II"-ზე ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები