დავითაშვილი:
Aa
Aa

დავითაშვილი: "ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის გამარჯვება და 3 ქულა იყო"

რუსეთის პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ტულის „არსენალი“ „ხიმკის“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა. იმ დროს, როდესაც ანგარიში 1:0 იყო, ზურიკო დავითაშვილმა ბრწყინვალე სოლორეიდი შემოგვთავაზა და ეფექტური დარტყმით წონასწორობა აღადგინა.

მატჩის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ქართველი შემტევი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მოგვიანებით კი ზურიკო Whoscored-com-მა ტურის სიმბოლურში შეიყვანა.

ზურიკო დავითაშვილმა Championat.com-თან ისაუბრა:

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო. აქამდე ბევრი ქულა დავკარგეთ და ახლა ყველა შეხვედრა უნდა მოვიგოთ. „ხიმკისთან“ დაპირისპირება ცუდად დაიწყო. გოლი გავუშვით და ვაგებდით. ამის შემდეგ უპირატესობას ჩვენ დავეუფლეთ და არაერთი მომენტი შევქმენით. ასეთ სიტუაციაში წაგება უსამართლობა იქნებოდა. კარგია რომ მეორე ტაიმში ორჯერ გავიტანეთ და გავიმარჯვეთ. მოგების შემდეგ ყველა ბედნიერი იყო, მაგრამ ახლა ცსკა-სთან მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ.

ჩემი გოლი? გეტყვით, რომ გოლის გატანამდე მე და კანგვამ ფლანგები გავცვალეთ. ის მარჯვნივ გადავიდა, მე კი მარცხნივ.. ერთ-ერთ ეპიზოდში კარგი სისწრაფე განვავითარე, ცენტრისკენ შევიწიე და ზედა კუთხეში დავარტყი. ყველაფერი კარგად გამომივიდა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის გამარჯვება და სამი ქულის მოპოვება იყო.“

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელისთვის მიმდინარე სეზონის რუსეთის პრემიერ ლიგაში რიგით მე-3 გოლი იყო. რაც შეეხება ტულას, რუსულმა კლუბმა ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილში 19 ქულით მე-11 ადგილზე აღზევდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტურის სიმბოლურში - Whoscored-მა დავითაშვილი გამოარჩია
ტურის სიმბოლურში - Whoscored-მა დავითაშვილი გამოარჩია