დებიუტი ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე - აბუაშვილმა ატლეტიკოს წინააღმდეგ ითამაშა
Aa
Aa

დებიუტი ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე - აბუაშვილმა ატლეტიკოს წინააღმდეგ ითამაშა

5 ივლისის შემდეგ, 18 წლის ქართველი ნახევარმცველი გიორგი აბუაშვილი პორტუგალიური „პორტუს“ რიგებში ირიცხება. ჯერჯერობით მას მთავარ გუნდში დებიუტი არ ჰქონია, თუმცა აქტიურად თამაშობს მეორე გუნდში.

დღეს, ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე გიორგის დებიუტი შედგა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში პირველად მოხვდა. აბუაშვილი ფერნანდო ტორესის გაწვრთნილი მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ მოედანზე 82-ე წუთზე გამოჩნდა.

სამწუხაროდ, „პორტუ“ „ატლეტიკოსთან“ 1:2 დამარცხდა. კიდევ უფრო სამწუხარო ის გახლავთ, რომ პორტუგალიური კლუბი მესამე ადგილზე გავიდა და ჯგუფში ჩარჩა. შემდეგ ეტაპზე „ატლეტიკო“ და „მილანი“ გავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი აბუაშვილმა პორტუგალიის ახალგაზრდული ლიგის უკანასკნელ ტურში, ოლივერენსეს დუბლი შეუსრულა.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები