Azerisport: კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გუნდს ვოლკოვი სურს
Aa
Aa

Azerisport: კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გუნდს ვოლკოვი სურს

დავით ვოლკოვს აზერბაიჯანის ჩემპიონატში შესანიშნავი სეზონი აქვს, რის გათვალისწინებითაც, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ჩვენი გუნდის განაცხადში შეიყვანა.

მოგეხსენებათ, ფორვარდმა წლის დასკვნითი შეკრება ეროვნულ ნაკრებთან ერთად გაიარა და უზბეკეთს სადებიუტო გოლი გაუტანა.


საკლუბო დონეზე, მიმდინარე სეზონში, ვოლკოვმა 13 მატჩში თავი 10 გოლს მოუყარა და Azerisport-ის ინფორმაციით, დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის ინტერესი დაიმსახურა.

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა ფინიშთან უკვე მივიდა. ბოლო ტურებში ნაჩვენები ფეხბურთითა და შედეგით განსაკუთრებით უკმაყოფილო დარჩა კახა ცხადაძე, რომელმაც დაანონსა, რომ დინამო თბილისს ძალიან ბევრი ფეხბურთელი დატოვებდა და შესაბამისად, ძირითადი ბირთვი ახალი მოთამაშეებით შეივსებოდა.

შეგახსენებთ, რომ დავით ვოლკოვისთვის საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა უცხო არ არის. 26 წლის თავდამსხმელი საბურთალოს რიგებში 2017-2018 წლებში თამაშობდა. მან თბილისური გუნდის მაისურით საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჯამურად 45 შეხვედრა ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცინცაძე: ,,გულშემატკივარი ყოველთვის ჩვენთანაა, ისინი აუცილებლად უნდა გავახაროთ
ცინცაძე: ,,გულშემატკივარი ყოველთვის ჩვენთანაა, ისინი აუცილებლად უნდა გავახაროთ"