კუბოს გოლით - მალიორკამ სტუმრად ატლეტიკოს მოუგო
Aa
Aa

კუბოს გოლით - მალიორკამ სტუმრად ატლეტიკოს მოუგო

ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის „ატლეტიკომ“ „მალიორკას“ უმასპინძლა და მოულოდნელად 1:2 დამარცხდა. გამარჯვების მომტანი გოლი „რეალის“ მფლობელობაში მყოფმა ტაკეფუსა კუბომ მატჩის მიწურულს გაიტანა.

შეხვედრა აქტიურად მადრიდელებმა დაიწყეს, თუმცა დროთა განმავლობაში სტუმრებმა თამაში გამოასწორეს და პირველ ტაიმში გულშემატკივრებმა თანაბარი დაპირისპირება იხილეს.

ანგარიში 68-ე წუთზე კუნიამ გახსნა. „ატლეტიკო“ ბევრს უტევდა და მეორე გოლის გატანას ცდილობდა, თუმცა პირიქით, „მალიორკას“ ერთ-ერთი შეტევის დროს რუსომ ანგარიში გაათანაბრა. ეს ყველაფერი მე-80 წუთზე მოხდა. რა თქმა უნდა, „როხიბლანკოს“ გეგმებში წაგება არ შედიოდა და ზეწოლა გააძლიერა.

ბევრი მცდელობის მიუხედავად სიმეონეს გუნდმა ვერ გაიტანა და პირიქით, გოლი საკუთარ კარში მიიღო. ტაკეფუსა კუბომ 91-ე წუთზე გაისროლა და „მალიორკას“ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

სატურნირო მდგომარეობა

ამ მარცხის შემდეგ მადრიდულ გრანდს 29 ქულა დარჩა და მეოთხე პოზიციაზე იმყოფება. „მალიორკა“ კი 19 ქულით მე-12 ადგილზეა. ცნობისთვის, მომავალ ტურში სიმეონეს შეგირდები მადრიდის „რეალს“ ესტუმრებიან. შეხვედრა 12 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები